primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - გიორგი ქობულია

  • პოლიტიკა
  • 13.07.2018
  • 15:14
ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - გიორგი ქობულია

 

ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა განხორციელებითაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა. მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიალიზაციის დონის დაჩქარებაზე, რეგიონების განვითარებაზე და ბიზნესის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიტიური შედეგებისა, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორისაა, ეკონომიკური შემოსავალი კი, რომელიც ქვეყანაში იქნება, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის მცირე. გიორგი ქობულია ასევე შეეხო უმუშევრობის მაღალ დონეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა; ინდუსტრიალიზაცია და ახალი წარმოებების შექმნა; რეგიონებში ახალი პერსპექტივების გაჩენა, განსაკუთრებით, აგროსექტორისა და მასთან მომიჯნავე დარგების განვითარების მიმართულებით. 

გიორგი ქობულიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებას.

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებისთვის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა შრომითი რესურსების განვითარებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებისა და მომსახურებების შექმნასა და გამრავალფეროვნებაზე და სხვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაში დაეხმარება. კიდევ ერთ ასეთ ინიციატივად გიორგი ქობულიამ ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება დაასახელა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, ისე აგროსექტორში პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ინდუსტრიალიზაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ არჩევანი იმ სექტორების განვითარებაზე გააკეთოს, სადაც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა აქვს. კიდევ ერთ პრიორიტეტად გიორგი ქობულიამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე მეტი ინტეგრაცია დაასახელა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - დიდი ენთუიზიაზმით ვარ განწყობილი ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩემთვის ეს არის გამოწვევა და ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge