primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 17.07.2018
  • 11:26
ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და პრეზიდენტს იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ერის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ის პრაგმატული პოლიტიკა გააცნო, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

 

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ისტორიული ფუნქციების აღდგენა და ამ მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

მხარეებმა კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ სერჯო მატარელას იტალიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო.

სერჯო მატარელას განცხადებით, ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მოხარულია, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დაემთხვა. პრეზიდენტმა პარლამენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველო იტალიისთვის რეგიონში ყველაზე ახლო პარტნიორია. სერჯო მატარელას განცხადებით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს.

„იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში და ამ თვალსაზრისით, ის, მართლაც, ისტორიულია. იტალია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ დღეს შეხვედრაზეც გაესვა ხაზი, რომ არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე, მათ შორის, იმ ვითარებაზე, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო შორს წასვლის შესაძლებლობები. იტალია არის მეათე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, მაგრამ არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით და შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge