სამხრეთ კორეაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 17.07.2018
- 14:28
სამხრეთ კორეაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ქალაქ ფჰოჰანთან სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოხდა.
დაშავებულია ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამხედროების მონაცემებით ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. ვერტმფრენი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.
კატასტროფის მიზეზები ჯერ დაუდგენელია, დაწყებულია გამოძიება.