თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 17.07.2018
- 17:05
15 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ავღანეთში. გავრცელებული ცნობით, სარი პულის პროვინციაში თავი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა აიფეთქა.
სამხედროების ცნობით, აფეთქება „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის დაკრძალვის დროს მოხდა. ცერემონიის დროს თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
აფეთქების შედეგად „თალიბანის“ 15 მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.