primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ გზაზე, ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევაში - სენატორი როჯერ ვიკერი

  • პოლიტიკა
  • 18.07.2018
  • 13:33
განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ გზაზე, ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევაში - სენატორი როჯერ ვიკერი

ჰელსინკის კომისია ატარებს დღევანდელ მოსმენას, რათა ამერიკელმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაივიწყოს საქართველოს ოკუპაცია, ისევე როგორც აღნიშნული ოკუპაციის შედეგები და გართულებები. ჩვენ ასევე სურვილი გვაქვს ვუზრუნველყოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის აღიარება და განვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ გზაზე, ასევე ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ ვიკერმა (რესპუბლიკელი-მისისიპის შტატი) განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის დაბლოკვის მცდელობაზე, რაც, სენატორის თქმით, ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის მიხედვითაც სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს თავად აირჩიოს ის ორგანიზაცია, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პროგრესი მიულოცა. 

„ბატონო ელჩო, მინდა მივულოცო საქართველოს ის წარმატებები, რომლებიც დასავლეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება. ჩვენ თქვენ არ გვავიწყდებით და კიდევ უფრო ხმამაღლა ვისაუბრებთ თქვენს შესახებ", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge