primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეყავს, როდესაც ამბობს, რომ აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 18.07.2018
  • 13:44
პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეყავს, როდესაც ამბობს, რომ აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია - კობახიძე

როდესაც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეარჩია აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი, ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში-ეს არის არასწორი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები.

„როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის 2/3-ით წარმოდგენილი კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ამ შემთხვევაში მარტივად ევალებოდა პრეზიდენტს წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, არის უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც არის არასწორი პრეზიდენტის მხრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად".

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მარტივი მანიპულირებით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარგველაშვილს. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა პატივი სცეს, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მან ამ შემთხვევაში გამოავლინა ეს უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის „შერჩევა". ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ასე ექცევა საკუთარ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge