თალიბების თავდასხმას ავღანეთში, 2 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 18.07.2018
- 15:13
სულ მცირე ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად. ინციდენტი მაიდან ვარდაღის პროვინციაში მოხდა.
ხელისუფლების განცხადებით, თალიბები თავს აშშ-ს ქვედანაყოფს ზიულატის დასახლებულ პუნქტში დაესხნენ, მოკლეს სულ მცირე ორი სამხედრო.
თავდასხმის შემდეგ აშშ-ის ავიაციამ დაბომბა სკოლა, სადაც მებრძოლები იმყოფებოდნენ. დაიღუპა რამდენიმე თალიბი, შენობა კი მთლიანად დაინგრა.