ნორიოში ხანძარი ლიკვიდირებულია
- საზოგადოება
- 18.07.2018
- 16:07
გარდაბანში, სოფელ ნორიოში ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც დაიწვა 10 ჰა ფართობის ბუჩქნარი და ბალახი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აცხადებს, ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ცეცხლის გაჩენის შედეგად, არავინ დაშავებულა.