primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს - დავით ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 19.07.2018
  • 11:00
რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს - დავით ზალკალიანი

სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ საკითხის სიმწვავისა, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ვითარების დეესკალაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით პროგრესი არ ყოფილა.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც, სამწუხაროდ პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო ინიციატივების წინ წამოწევას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას"-აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი განცხადებით, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას, რისი დასტურიც არის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რასაც საქართველო იღებს, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge