ტყიბულში მეშახტეები აქციას გამართავენ
- საზოგადოება
- 19.07.2018
- 11:39
ტყიბულში მეშახტეები აქციის გასამართად იკრიბებიან.
მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დახურული შახტების თანამშრომლებს „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტული მოთხოვნები აქვთ.
აქცია 12:00 საათზე დაიწყება. მეშახტეები ადგილზე პროფკავშირის წარმომადგენელსა და რაიონის მაჟორიტარს ელიან. ისინი ფიქრობენ, რომ მათთან შესახვედრად საქნახშირის ხელმძღვანელობაც მივა.
შახტის ერთ-ერთ უბანზე 16 ივლისს აფეთქებისას 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, გამოძიების დასრულებამდე დახურულია ტყიბულში მდებარე ყველა შახტი.