ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს
- სამართალი
- 23.07.2018
- 10:45
ბათუმში, ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
მაღაზიის მეპატრონეებს დილით სავაჭრო ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ.
მათი ცნობით, ოთხივე მაღაზიიდან თანხა არის წაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან, რომლებიც შესაბამის პასუხისგებაში მიეცემიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200