png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მირზა სუბელიანს ვუთხარი, რომ შვილთან ერთად დაუყოვნებლივ წასულიყო პოლიციაში და სრული ჩვენება მიეცა - მიხეილ შაყულაშვილი

  • სამართალი
  • 23.07.2018
  • 15:30
მირზა სუბელიანს ვუთხარი, რომ შვილთან ერთად დაუყოვნებლივ წასულიყო პოლიციაში და სრული ჩვენება მიეცა - მიხეილ შაყულაშვილი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ შაყულაშვილი, აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილი მისი შვილის მეგობარი იყო და ამის შესახებ მან მირზა სუბელიანს პირველივე სატელეფონო საუბრისას უთხრა, როდესაც სუბელიანი მას პირადი სურვილით ტელეფონით დაუკავშირდა და რჩევა ჰკითხა.

ამის შესახებ მან განცხადება „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე განაცხადა. „16:15 საათზე შემოდის ზარი, ვკითხე, რომელი ხარ? თავიდან ვერ ვიცანი, ვერ მივხვდი რომ მირზა იყო... ვუპასუხე, არ მცალი მირზა, 51-ე სკოლის ამბავზე ვარ გადართული და მერე დავილაპარკოთ მეთქი. ჩემდა მოულოდნელად მეუბნება, ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა შეხვედრა... ვგრძნობდი, რომ რაღაც ინფორმაცი აქვს და ვუთხარი, მოდი სასწრაფოდ... დაახლოებით 16:35 წუთზე მოდის ჩემთან, ქალაქ თბილისის პროკურტურაში. შემოდის, გაფითრებულია, დაბნეულია. ვსვამ მაგიდასთან და ვეკითხები რა ხდება? მეუბნება, 51-სკოლასთან რომ მოხდა უბედურება, ეს ჩემი შვილის და მისი მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა, მერე ჩემმა შვილმა გადაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავისი მეგობრები წამოიყვანა, გავიდნენ სადღაც სკვერზე, სადაც მოხდა ეს ჩხუბი და ეს უბედურება,“ - იხსენებს მიხეილ შაყულაშვილი.

ამასთან, ის ამბობს, რომ ამ შეხვედრისას მირზა სუბელიანმა უთხრა, რომ მისი შვილი თანამონაწილე არ ყოფილა და არ იცოდა ვინ იხმარა დანა.

ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ეს კითხვა მას სამჯერ შეუტრიალა და სამივეჯერ იგივე პასუხი მიიღო.

„ვხვდები, რომ შემდგომში კითხვების დასმას აზრი აღარ აქვს, ვეუბნები ასეთ ტექსტს. მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი (ლევან დადუნაშვილი), ჩათვალე რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი... ახლავე ჯდები მანქანაში და შვილთან ერთად მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას. ამის შემდეგ მირზა სუბელიანი არაფერს ამბობს, ტრიალდება და ტოვებს შენობას,“ - აცხადებს შაყულაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ მან საქმის კურსში ჩააყენა მაშინდელი მთავარი პროკურორი. „ამ მომენტისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდა დალაგებული, არც პირები იცოდნენ ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში(შეიძლება ერთი-ორი სცოდნოდათ) და ამის გამო ვითვალისწინებდი, რომ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობდა მირზა სუბელიანის შვილი, მირზას მონაყოლიდან გამომდინარე. ... დავურეკე ჩემს მოადგილე გაბოძეს და მოვუყევი მირზას ვიზიტის შესახებ და ვუთხარი გაეკონტროლებინა და სრულყოფილი ინფორმაცი ამოგვეღო ამ ბავშვისგან,“ - ამბობს მიხეილ შაყულაშვილი.

ცნობისთვის დღეს კომისი დადანუაშვილისა და სარალიძის მკველობის საქმეზე მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძეს და მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების ისმენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge