ტროპიკულ შტორმს- სონტინს 27 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 24.07.2018
- 12:29
სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა წყალდიდობისა და მეყწრის შედეგად, რომელიც ტროპიკულმა შტორმმა სონტინმა ვიეტნამში გამოიწვია.
ხელისუფლების განცხადებით, დაკარგულად კიდევ 7 ადამიანია მიჩნეული.
სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა იენბაის პროვინცია.
შტორმის შედეგად დაიტბორა 12 ათასი საცხოვრებელი სახლი და 90 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი.
ხელისუფლება მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს და წყალდიდობისა და მეწყერის ახალი მოსალოდნელი შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.