ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის 4 მოქალაქე გადაარჩინეს
- საზოგადოება
- 24.07.2018
- 15:04
ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.