ზუგდიდში თხილის საწყობი დაიწვა
- საზოგადოება
- 24.07.2018
- 16:44
ზუგდიდის სოფელ დარჩელში თხილის შესანახი საწყობი დაიწვა. საწყობში 3 ტონა თხილი ინახებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მაშველების თქმით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.