primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ბიძინა ივანიშვილი: რეალურად, ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი

  • პოლიტიკა
  • 24.07.2018
  • 23:00
ბიძინა ივანიშვილი: რეალურად, ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი

ნახეთ, ბოლო მიტინგები როგორი იყო. როგორი მოთმენით, როგორ ოსტატურად, როგორ პროფესიონალურად. თუ გინდა გახარია გავიხსენოთ. ნახეთ როგორი მიტინგები იყო, როგორ გრძნობდნენ საზოგადოებას და როგორ იცავდნენ ძირითად ღირებულებებს. როგორ ახერხებდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას და სახელმწიფო სტაბილურობას. ეს არის უაღრესად რთული, მარტივი რაც იყო, გააკეთა წინა გუნდმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ეკონომიკის შემთხვევაში, როცა სიღარიბე გვაქვს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა ძალიან რთულია.

„ყველას აქვს უფლება აზრის გამოხატვის, თავისუფლად გამოდიან და გამოხატავენ. ნახეთ, ბოლო მიტინგები როგორი იყო. როგორი მოთმენით, როგორ ოსტატურად, როგორ პროფესიონალურად. თუ გინდა გახარია გავიხსენოთ. ნახეთ როგორი მიტინგები იყო, როგორ გრძნობდნენ საზოგადოებას და როგორ იცავდნენ ძირითად ღირებულებებს. როგორ ახერხებდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას და სახელმწიფო სტაბილურობას. ეს არის უაღრესად რთული, მარტივი რაც იყო, გააკეთა წინა გუნდმა. სწორედ ეს ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, ასეთ მართვის სტილი არის ძალიან რთული და უნიათობა იქით გაიხსენონ. მათი უნიათობის საფუძველზე მოხდა ის, რითაც დაიწყეს 2003 წელს. მეც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმ რევოლუციით და ძირითადი მხარდამჭერიც, თუ გნებავთ. იმის  შემდგომ, როდესაც მოვიდნენ და არა რევოლუციის პროცესში, ნახეთ შედეგი რაც მივიღეთ. მათ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა, ეს არის უაღრესად რთული და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ანგარიში უნდა გაუწიოს ამას, ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ თავისუფლებისკენ მსწრაფი ერი ვართ, ეს ვაჩვენეთ. 9 აპრილი დავიწყოთ და იმის შემდგომი პროცესები როგორ განვითარდა, ჩვენ მოვახერხეთ ემბარგო გამოვუცხადეთ რუსეთს, დავკეტეთ ყველაფერი, დავანგრიეთ მთლიანად ეკონომიკა, მოვახერხეთ სამოქალაქო ომი. ნულამდე დავიყვანეთ და დავანგრიეთ ყველაფერი. ამ ფონზე, რეალურად იმის შემდგომ ახალი დაავადება გაჩნდა ეს გუნდი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და ის, რაც მივიღეთ, საპატიმროდ გადაიქცა მთელი ქვეყანა, იქ ეკონომიკა ვერ გაიფურჩქნებოდა და არც გაიფურჩქნა. პირველი ორი წელი იყო მატყუარა და მართლაც იყო რაღაც შედეგები. იმის შემდგომ რაც გაგრძელდა, როგორც გაგრძელდა, გასაგებია. რეალურად, ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი და ამის შემდგომ დაიწყო პროცესი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge