primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სრული მხარდაჭერა აქვს- დავით ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 25.07.2018
  • 10:40
საქართველოს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სრული მხარდაჭერა აქვს- დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს აქვს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და მათი კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას, რეგიონში არსებულ გამოწვვებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა ბობ კორკერს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.  

დავით ზალკალიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამის თაობაზე, რომელთა შორის ერთ--ერთი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრტაციას წარმოადგენს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს საქართველოს აქტიური ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ ინიციატივებით აღინიშნა. „ბობ კორკერთან, ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე რომელიც საქართველოს აქვს აშშ სენატის მხრიდან, რაც გამოიხატება კონსოლიდირებულ აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ასევე რეზოლუციებსა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებაში. სენატორმა ჩემგან მოისმინა ამომწურავი ინფრმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში,  რაც ადგილზე ხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს,  რომ მისი მხრიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან ადრეც გვქონდა და მომავალშიც გვექნება მტკიცე მხარადჭერა“-განაცახდა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში. მინისტერიალს 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება. როგორც მინიტრმა აღნიშნა „საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მდგომარეობა პოზიტიურად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ოკუპირებულ რეგიონებში და ბუნებივია ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტი გაკეთდება”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ექსპერტულ წრეებთან. ​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge