ქუთაისში ღუმელის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- საზოგადოება
- 25.07.2018
- 13:54
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი ავტოცისტერნა.
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.