სირიაში ტერაქტებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 25.07.2018
- 16:53
სირიის სამხრეთით ეს სუვეიდის პროვინციაში ტერაქტების სერიების მსხვერპლთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ AFP სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
დაჭრილია კიდევ 176 ადამიანი.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ერთ-ერთი აფეთქება ექვსმა თვითმკვლელმა განახორციელა, რომლებმაც ბომბი ბოსტნეულის ბაზარში ააფეთქეს.