Ferrari-ს პრეზიდენტი სერჯიო მარკიონე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 25.07.2018
- 17:33
შვეიცარიაში Ferrari-ს, Fiat Chrysler Automobiles-ის, Maserati-ს პრეზიდენტი სერჯიო მარკიონე 66 წლის გარდაიცვალა. ის კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გასულ კვირას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გათავისუფლდა.
„სამწუხაროდ მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. სერჯიო მარკიონემ დაგვტოვა“, - განუცხადა მედიას Fiat Chrysler-ის თავმჯდომარემ ჯონ ელკანმა.
ცნობილია, რომ მარკიონეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გასულ კვირას. მანამდე 66 წლის იტალიელმა ციურიხის საავადმყოფოში მხარზე ოპერაცია გადაიტანა.
ზოგიერთი გამოცემის მონაცემებით, Ferrari-ის პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები კომაში გაატარა.