primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წელი გავიდა

  • საზოგადოება
  • 26.07.2018
  • 10:20
გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წელი გავიდა

დღეს, 26 ივლისს, ტელეკომპანია "რუსთავი - 2"-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წელი შესრულდა. გიორგი სანაიას ნათესავები და ახლობლები ამ დღეს ტრადიციულად, მის სასაფლაოზე შეკრებით აღნიშნავენ.

2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი სანაია პოპულარული ტელეწამყვანი იყო და მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად კი პირადი მოტივი დასახელდა.

2004 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის მოთხოვნა, რომელიც მეუღლის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვდა. ხათუნა ჩხაიძეს მიაჩნდა, რომ გამოძიება პროცესუალური ნორმების დარღვევით წარიმართა.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა გრიგოლ ხურცილავას ადვოკატის დავით დადიანის მოთხოვნაც დაცვის ქვეშ მყოფისთვის განაჩენის შემსუბუქების შესახებ.

დავით დადიანის მტკიცებით, გრიგოლ ხურცილავამ დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ყოფნისას ჩაიდინა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გიორგი სანაია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 17 წლის ასაკში ის კორესპონდენტად წავიდა აფხაზეთის ომში. სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვა და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მან მუშაობა დაიწყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ "ღამის კურიერი".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge