primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე - ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 26.07.2018
  • 12:44
„ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე - ბახტაძე

როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შეასხებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, უპრობლემოდ ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასთან ერთად ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილება, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი, ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ჩვენ გვყავს კონსტიტუციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge