სარალიძე და მაჩალიკაშვილი სტრასბურგში საერთაშორისო სახალხო დამცველს შეხვდებიან
- სამართალი
- 26.07.2018
- 13:13
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გაემგზავრებიან. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, სარალძე-მაჩალიკაშვილის საქმით ამერიკელი უფლებადმაცველები დაინტერესდნენ.
„მიწვეულები არიან სტრასბურგში. მათთან შეხვედრით დაინტერესებულია საერთაშორისო სახალხო დამცველი, ასევე ის უფლებადამცველები, რომლებიც სტრასბურგის თემებზე მუშაობენ. ამერიკელებმა განახორციელეს ბილეთების და სასტუმროს ხარჯების დაფარვა“, - აცხადებს კუბლაშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე "ქრონიკა+",-ის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200