მდინარე ენგურს უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე მიაქვს (ფოტო)
- საზოგადოება
- 26.07.2018
- 16:01
სვანეთში ბოლო წყალდიდობის დროს, ადიდებულმა მდინარე ენგურმა მოჭრილი ხე-ტყე წაიღო.
1tv.ge-მ მოიპოვა რამდენიმე ფოტო, რომელზეც ეს ფაქტია ასახული. სავარაუდოდ, ხის მასალა უკანონოდ იყო მოჭრილი და სარეალიზაციოდ გამზადებული, თუმცა წყალდიდობის დროს მდინარემ წაიღო.

