png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

  • სამართალი
  • 26.07.2018
  • 17:00
პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად.

ნანა ფარჩუკაშვილის საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა.

"საქმეში საია ამტკიცებდა იმას, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. გასაჩივრებული ბრძანება არ ითვალისწინებდა სკანერის გამოყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად სცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო", - აღნიშნავენ საია-ში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge