ანტალიაში ქართველი ტურისტები ტანსაცმლის მოპარვისთვის დააკავეს
- სამართალი
- 27.07.2018
- 10:35
თურქეთში, ანტალიაში 17 და 19 წლის ქართველი ტურისტები მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მოგვიანებით იმავე მაღაზიაში კიდევ ერთხელ მივიდა. მას თან კიდევ ერთი 19 წლის ქართველი ახლდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა მაღაზიის მეპატრონე პოლიციას.
საქართველოს ორივე მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა ამოიღეს.
თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200