დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში გაფართოებული სხდომა გაიმართება
- პოლიტიკა
- 06.08.2018
- 11:41
დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გაიმართება უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა. ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, 16:00 საათზე დაიწყება.