თელავში 55 წლამდე მამაკაცს განათების ბოძი დაეცა
- სამართალი
- 08.08.2018
- 10:49
თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 55 წლის მამაკაცს განათების ბოძი დაეცა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბოძის მოწყვეტა სატვირთო ავტომობილის დაჯახებამ გამოიწვია. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200