primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 06.09.2018
  • 16:33
კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს - პრემიერი

ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს.

„საქართველოს მთავრობამ 2013 წელს წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები, რომლებიც, ფინანსური ბარიერების გამო, მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. 2017 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%-იან ფასდაკლებას. რამდენიმე მედიკამენტზე ფასდაკლება 80 %-მდეც გაიზარდა. 3 სექტემბრიდან ფასდაკლებით სარგებლობენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე წელიწადზე მეტია, შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში - სიმბოლურ ფასად. გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამა გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი. „ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტის შეძენაზე ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც მოსახლეობას შევპირდი, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი მინიმალური გახდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც უჭირს და სოციალურად დაუცველია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge