png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა დასრულდა

  • საზოგადოება
  • 07.09.2018
  • 13:39
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა დასრულდა

2018 წლის 6 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. 

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად  კონკურსის შესახებ აწარმოა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებითაც, დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირების და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე  შევიდა   29 797 კონკურსანტის განცხადება, საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილას 1. 37 განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ცესკომ უკვე მიმართა რეკომენდაციებით საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ  საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები:

  • კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს,  დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას. 

„ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ცესკო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge