ქალი, რომელიც მტკვარში გადახტა, მაშველებმა გადაარჩინეს
- საზოგადოება
- 07.09.2018
- 14:44
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მაშველებმა 73 წლის ქალი გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქალი მდინარე მტკვარში გადახტა, თუმცა, მაშველებმა მისი წყლიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს.
ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.