შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში დარჩენის მომხრე მმართველი ბლოკი ლიდერობს
- მსოფლიო
- 10.09.2018
- 10:42
ამომრჩევლების ხმათა 80 პროცენტის დათვლის შედეგად შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში დარჩენის მომხრე მმართველი - წითელ-მწავნე ბლოკი 40,6 პროცენტით ლიდერობს. ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი, რომელიც ევროკავშირში დარჩენის წინააღმდეგია, ხმათა 40.2 პოცენტს აგროვებს, „შვედეთის დემოკრატებს“ კი ამჟამინდელი მონაცემებით ხმათა 17,7 პროცენტი აქვთ.
მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსში ოთხი პარტიაა გაერთიანებული, წითელ-მწავნე ბლოკში კი სამი პარტია.
არც ერთ ბლოკში არ არის გაწევრიანებული პარტია „შვედეთის დემოკრატები“.
შვედეთის ერთპალატიან პარლამენტს 349 დეპუტატი ჰყავს, საკანომდებლო ორგანოს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით ირჩევენ.