primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება - დავით ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 10.09.2018
  • 13:09
არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.

დავით ბაქრაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ამ არჩევანით „ქართულმა  ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური რესურსი სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას უნდა მოხმარდეს. 

„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სალომე ზურაბიშვილს მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა 9 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამოუცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იზიარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge