პარიზის ცენტრში 7 ადამიანი დაჭრეს
- მსოფლიო
- 10.09.2018
- 14:05
პარიზის ცენტრში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყიბინება. სააგენტოს მონაცემებით, დაშავებულთა შორის ორი ბრიტანელი ტურისტია.
თავდასხმა კინოთეატრთან ახლოს მოხდა.
თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციის განცხადებით, ინციდენტს სავარაუდოდ ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. თავდამსხმელი წარმოშობით ავღანეთიდან არის.