ავღანეთში თალიბების თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.09.2018
- 14:47
სულ მცირე 14 პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილოეთით თალიბებთან შეტაკების შედეგად.
მედიის ცნობით, ინციდენტი სამანგანის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა კიდევ 6 პოლიციელი. შეტაკების დროს ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი, ოთხი კი დაჭრილია.
თალიბებმა ხელში ჩაიგდეს პოლიციის კუითვნილი იარაღი.
მანამდე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ავღანეთში. კუნდუზის პროვინციაში თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. დაიღუპა ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის 15 თანამშრომელი, 18 კი დაიჭრა.