სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში ქარიშხალ „ფლორესის“ მიახლოების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- მსოფლიო
- 11.09.2018
- 11:31
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდოლოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქარიშხალ „ფლორესის“ მიახლოების გამო. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
სამხრეთ კაროლინაში დაიწყო ევაკუაცია. 1 მილიონამდე მცხოვრები თავიანთ სახლებს ტოვებს.
ქარიშხალი „ფლორესი“, რომელსაც საფრთხის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული, აშშ-ის სანაპიროებს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, იმის ალბათობა, რომ ქარიშხალი სანაპიროებს ხუთი დღის განმავლობაში თავს დაატყდება, 90 პრიცენტზე მეტს შეადგენს.