primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ყოველთვის ვიყავით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 11.09.2018
  • 12:13
ყოველთვის ვიყავით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას - მამუკა ბახტაძე

ჩვენ გვინდა დასავლური ოჯახის წევრები გავხდეთ, ეს არის ჩვენი არჩევანი, ყოველთვის ვიყავით ამ ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„ჩვენ ნატო-სკენ მივდივართ და ამ გზაზე ბევრი გამოწვევა დგას, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებულებიც ვართ. ყველას ესმის, რომ ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ნატო აცხადებს, რომ ღია კარის პოლიტიკა აქვს, ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ არის, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის. ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამიტი ჩატარდა, სადაც გამოჩნდა, რომ ნატო-ს ღირებულებების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის იმ ერებს შორის, რომელიც ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს ამ ღირებულებების დაცვაზე. ეს ძალიან დიდი წილია იმის გათვალისწინებით, რომ პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ნატო-ს წევრებმა დაინახონ, რომ საქართველო იმსახურებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს.

ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა და დემოკრატიული ინსტიტუტები იმისათვის, რომ როდესაც მომწიფდება წევრობის გადაწყვეტილება, საქართველო იყოს მზად. მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სიღარიბეა. საქართველოს მოსახლეობის 20% სიღარიბეში ცხოვრობს. ამიტომაც ჩვენს პოლიტიკაში გარკვეული მიზნები გვაქვს მისაღწევი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს საგარეო მისწრაფებებთან. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, როგორ ცდილობს საქართველო. ჩვენი ქვეყანა რეგიონში ავანგარდშია და ეს ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვინდა დასავლური ოჯახის წევრები გავხდეთ, ეს არის ჩვენი არჩევანი, ყოველთვის ვიყავით ამ ცივილიზაციის ნაწილი და ვიმსახურებთ ამ ოჯახში ყოფნას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge