primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

არ არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 11.09.2018
  • 14:03
არ არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს - პრემიერი

რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გამოწვევას; არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მცდელობები წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული.

„ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თუმცა აქაც გვმართებს სიფრთხილე. აქ საუბარია ცვლილებებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში - ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა ასაზრდოებს ხშირად ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ხოლო რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეხება განათლებას. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა გაზრდის ადამიანური კაპიტალის ინდექსს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უფრო მაღალ დონეს. პასუხი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს სწორედ ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა. გავიხსენოთ, მაგალითად, არჩევნები, რომლებშიც ე.წ პრორუსულმა პარტიებმა ხმათა 4-5%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge