png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თალაკვაძე ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, რომელიმე ტელევიზიის მითვისების შესახებ, ღიმილისმომგვრელს უწოდებს

  • პოლიტიკა
  • 11.09.2018
  • 14:19
თალაკვაძე  ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, რომელიმე ტელევიზიის მითვისების შესახებ, ღიმილისმომგვრელს უწოდებს

ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ჩანაწერზე მხოლოდ პოლიტიკური შეფასების გაკეთება შეუძლია, რადგან ბრალდებები კანონმდებლობის გადმოსახედიდან უნდა შეფასდეს.

„ღიმილის მომგვრელია ის ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი, რომ ახალი მედია შეგვექმნა, გაგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს, ხელისუფლებას არ ჰქონდეს თავისი საკუთარი მედია. ჩვენ მედიის თავისუფლების ერთგული ვრჩებით, გვჭირდება კრიტიკული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. კონკრეტული ბრალდებები უნდა შეფასდეს კანონმდებლობის გადმოსახედიდან, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. 

ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge