ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 11.09.2018
- 14:34
ავღანეთში დემონსტრანტებზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-ს აღემატება.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ნანგარჰარის პროვინციაში საპროტესტო აქციაზე აიფეთქა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი.
თუმცა ტელეარხ 1TV -ის ინფორმაციით, რომელსაც ის სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს, თავდასხმის შედეგად 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თავის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეარხ Tolo News-ს მხოლოდ 8 დაღუპულის შესახებ აცნობეს. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ 35 ადამიანი.