primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ვინც გადაწყვეტს, მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 12.09.2018
  • 14:10
ვინც გადაწყვეტს, მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ცალკეულმა პარლამენტარმა შეიძლება ლობიოსა და სიმინდს შეადარა მარიხუანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვა კანონმდებლების პოზიციას.

როგორც ვოლსკიმ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უპირველეს ყოვლისა, ყველამ, ვინც გადაწყვეტს, მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება.

„დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით. ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილები, მოხმარება ისჯება კანონით და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის.

ხალხმა არ იცის, რა ხდება. გუშინ მამაო მეუბნებოდა, აღსარებაშიც კი ამბობს ვიღაც, რომ მარიხუანას მოვიხმარო. იმიტომ, რომ არ იციან ეს სიტუაცია რაში შეიძლება გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა დიდია. მაგრამ მეორე საკითხი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხება, ეს მოცემულობაა. ამაზე შეიძლება იურისტები დასხდნენ, სხვა კონფერენცია ჩაატარონ და იმსჯელონ. ჩვენ დღეს გვინდა სასწრაფო ზომების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მარიხუანის საზოგადოებაში გავრცელებას და პოპულარიზაციას შეუშლის ხელს.

„რაც შეეხება კანაფის წარმოებას და გაყიდვას, ზოგმა კოსმეტიკა ახსენა და იმ წუთში წამოვიდა ირონიული შეფასებები – ჰო, კოსმეტიკა სახეზე წაისვით და შეიზილეთ. აქ მთავარი თემაა გადამუშავების საკითხი, რომელსაც ასევე ალბათ სპეციალისტები უნდა აფასებდნენ უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად მე, მაგრამ რეალურად ჩვენ ალტერნატივა გვაქვს ორი – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი. მეორე ალტერნატივა არის ის, რასაც ჰქვია მკაცრი რეგულირება. სხვა ალტერნატივა არის ერთი, გამოხვიდე და დასაჯო იმდენად, რომ ამოვვარდეთ საერთოდ ლოგიკიდან და იმ პრინციპებიდან, რასაც ჩვენი ეკლესია უდგება. ეკლესია და არა მარტო ეკლესია იყო ლიბერალური იმ ადამიანის მიმართ, ვინც ავადაა. მაგრამ რეალურად ერთი რამ სწორი ითქვა ამ ტრიბუნიდან, რომ შენ უნდა გქონდეს გამაჯანსაღებელი ადგილები, სადაც გამაჯანსაღებელი რესურსები გაგაჩნია. სამწუხაროდ, ამაში ჩამოვრჩებით. აქ გადასახადების გადამხდელებზე იყო საუბარი. საქართველოში გადასახადის გადამხდელები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანები რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. ეს ცუდია. სოციალური პრობლემები სანამ გექნება, სერიოზული პრობლემები, მათ შორის ნარკოპოლიტიკის სფეროში ყოველთვის იქნება. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტით ამ უბედურების საზოგადოებაში გავრცელება და პოპულარიზაცია არ მოხდება და არანაირად ხელშემწყობი არ იქნება. ეს ჩვენი მიზანია“, – დასძინა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge