primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, პროვოცირება რუსეთმა გამოიწვია - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 12.09.2018
  • 15:18
რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია,  პროვოცირება რუსეთმა გამოიწვია - გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და მსგავსი ფორმულირება კონტექსტიდან ამოღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს პროვოკაციული შეკითხვაა. ვინაიდან ეს მე არ მითქვამს და არც სალომე ზურაბიშვილს უთქვამს. როცა კონტექსტიდან ამოიღებთ რასაკვირველია ასე გამოვა. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. აქ კონსპირაციული შეთანხმება იყო. ყველა ნიშანი არსებობს, რომ გარკვეული კონსპირაციული გარიგება მოხდა. მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ ვიტყვი, მაგრამ სააკაშვილზე ვიტყვი, რომელიც ომის წინა პერიოდში პუტინის საგანგებო წარმომადგენლის რეკომენდაციით იტალიაში იმყოფებოდა. ორი დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, მაშინ, როცა რუსეთი ცხინვალში უკვე შემოჭრილი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ცხინვალი იბომბებოდა, რასაც არავინ უარყოფს.

„ყველამ იცოდა, რომ ცხინვალიდან ხალხი გაყვანილია. ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში ცხინვალს ბომბავს, რუსულ დაკვეთას ასრულებს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ცხინვალი იბომბებოდა და ამას არავინ უარყოფს. სააკაშვილის დელეგაციამაც არ უარყო ეს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხს იხილავდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ჰააგასა და სტრასბურგში საქართველოს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს.

„ეს რუსეთთან გარიგებაა, როდესაც სააკაშვილმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ საქართველო უხერხულ
მდგომარეობაში ჩაეყენებინა. მიუხედავად ამისა, მე მგონია, რომ ჰააგასა და სტრასბურგში საკმაოდ მძლავრი პოზიციები გაგვაჩნია, რათა სიმართლე გამოაშკარავდეს. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. პროვოცირება რუსეთმა გამოიწვია, რის შესახებაც ამერიკა და ევროკავშირი აფრთხილებდა და რასაც სააკაშვილმა ყური არ დაუგდო. ანუ ძალაუნებურად, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ნაწილი გახდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge