png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფოთში, 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

  • საზოგადოება
  • 13.09.2018
  • 14:20
ფოთში, 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

5 სექტემბერს ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

„მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურის მიერ, დიაგნოზით – დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამრის ფრაგმენტული მოტეხილობა. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ. (მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს).

ცნობისთვის, ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება 5 სექტემბერს, განთენიისას მოხდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge