11 დაღუპული და 44 დაშავებული - ავტომობილმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარა
- მსოფლიო
- 13.09.2018
- 16:36
ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში ავტომობილმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. დაიღუპა 11 და დაშავდა 44 ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას გადიან.
ინციდენტი გუშინ მოხდა. მძღოლი ქალაქ ჰენიანის ერთ-ერთ მოედანზე ქვეითებს განზრახ დაეჯახა. ის დაკავებულია. დანაშაულის ზუსტი მოტივები უცნობია.