png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთსა და კოლუმბიას და ამ პირობებში, უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაჯიშება - მიხეილ სააკაშვილი

  • საზოგადოება
  • 13.09.2018
  • 16:54
ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთსა და კოლუმბიას და ამ პირობებში, უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაჯიშება - მიხეილ სააკაშვილი

 

ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას და ამ პირობებში, ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება, გადაჯიშება. ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, თავისუფლება არ არის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარიხუანის ექსპორტზე შესაძლო გატანის საკითხს ეხმიანება. მისი აზით, ბევრ ქვეყანაში მარიხუანის ექსპორტზე გატანამ პოზიტიური შედეგი ვერ მოიტანა და ეს არც საქართველოსთვის იქნება სასარგებლო. 

"მინდა ვუთხრა იმ ვითომ პროგრესულ ხალხს, რომლებსაც მაგალითად მოყავთ ამერიკა, ბრიტანეთი. ელემენტარულად უნდა შეხედოთ მარიხუანის ბაზარს და ნახავთ, რომ პრაქტიკულად ჩაკეტილია. მარიხანა პრაქტიკულად არ გავა ექსპორტზე, რადგან საექსპორტო ბაზარი დიდი ხანია განაწილებული აქვთ ძალიან დიდი წარმოების მქონე ქვეყნებს. პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ დიდ შიდა ქსელს და მე როცა ამერიკაზე მელაპარაკებიან, ბევრად უფრ ახლო მაგალითი გვაქვს ჩვენთვის, ეს არის ავღანეთი.

ავღანეთი ძალიან წარმატებული ქვეყანა იყო განათლებული ხალხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უჩადრო ქალებით, კარგად ჩაცმული და ა.შ. 70-იან წლებში მასობრივად შემოვიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელმა ქვეყანამ მოწევა დაიწყო. ნამყოფი ვარ ავღანეთში და ვიცი, რასაც ვამბობ. ის ერთ-ერთი ყვეალზე გაუბედურებული ერია ახლა მსოფლიოში. ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას და ამ პირობებში, ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება, გადაჯიშება. ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, თავისუფლება არ არის.

ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული, ხელისუფლების უზურპაცია, უკიდურესი გაღატაკება, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოსახლეობის გამოშტერება. მე ჩემი ქვეყნისთვის ეს არ მინდა. არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს პათოლოგიური გამდიდრებისა და ქართველი ერის სიძულვილის გამო, საბოლოოდ გაანადგუროს საქართველო. აუცილებლად შემოგიერთდებით ამ ბრძოლაში. პირადად, ფიზიკურად ჩავერთვები. თქვენთან ერთად ვიქნები, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს",- ნათქვამია სააკაშვილის მიერ facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge