თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 14.09.2018
- 10:34
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა უკვე შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.
უწყების ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ. მეტრი ფართობი.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.