სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და მას აუცილებლად გამოვასწორებთ - პრემიერი
- პოლიტიკა
- 14.09.2018
- 12:33
დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და მას აუცილებლად გამოვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე.