აშშ-ში ქარიშხალი "ფლორენსი" მძვინვარებს (ფოტოკოლაჟი)
- მსოფლიო
- 14.09.2018
- 14:51
სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში ძლიერი შტორმი მძვინვარებს, რამაც რამდენიმე ქალაქ დააზარალა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია. ქარიშხალმა „ფლორენსმა“ აშშ-ის სანაპიროებს მიაღწია და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატების რამდენიმე ქალაქს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ამჟამად ქარიშხალი პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შტორმი შესაძლოა კიდევ გაძლიერდეს. ჯორჯიის შტატიდან უკვე ევაკუირებულია 2 ათსამდე ადამიანი, დაიხურა აეროპორტები, სკოლები და ოფისები. აღნიშნულია, რომ სახიფათო ზონებში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება. თუ „ფლორენსა“ გაძლიერდება, წყალი ქალაქებში ოთხ მეტრამდე მოიმატებს, რაც კრიტიკულ ნიშნულს მკვეთრად აღემატება.