„30 თეთრი ღალატისთვის“ - მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს პირად ანგარიშზე სიმბოლურ თანხას ურიცხავენ
- საზოგადოება
- 14.09.2018
- 16:58
„ნუ ყიდი საქართველოს“, „30 თეთრი ღალატისთვის“, - ამ დანიშნულებით მოქალაქეები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს პირად ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ.
მოქალაქეები 30 თეთრში 30 ვერცხლს მოიაზრებენ და მიუთითებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადებებით საქართველოს აზიანებს.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით გუშინ პეტიციაც შეიქმნა. ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 8 952 ადამიანი აწერს.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს მხარს "ქართული ოცნება" უჭერ