png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის“ წოდება მიანიჭა

  • საზოგადოება
  • 17.09.2018
  • 11:08
დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის“ წოდება მიანიჭა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ქეთი მელუა მსმენელის წინაშე, დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, წარდგა. კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავმა თავის ბრიტანულ ბენდთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ავიდნენ, რომლებმაც ქეთი მელუას დაბადების დღე მიულოცეს.

დედაქალაქის მერმა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ქეთის დაფასებისთვის. მეამაყება რომ ასეთი თანამემამულე - მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს. ვიცი, თუ რა შრომის ფასად შეიძლება, უცხო ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო. ქეთი, ყველას გვეამაყები და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფები.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „საპატიო თბილისელის“ წოდება მოგანიჭოთ“, - მიმართა დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას.

კონცერტის ბოლოს, მომღერალს დაბადების დღე გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სიმღერით მიულოცა, რის შემდეგაც, საფინალოდ, მათ ერთობლივად იმღერეს.  

როგორც ქეთი მელუამ აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდების მინიჭება მისთვის მოულოდნელი და სასიხარულოა.

„მადლობა ყველას მოსვლისთვის და ასევე, კონცერტის ორგანიზატორებს. მიხარია, რომ ჩემი ბენდიც ჩამოვიყვანე. დღევანდელი კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვარ და ემოციების ქვეშ ვარ. კონცერტის ჩასატარებლად, რამდენიმე თარიღი შემომთავაზეს. მე კი 16 სექტემბერი ავარჩიე, რადგან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე სწორედ აქ მემღერა“, - განაცხადა მომღერალმა.

ქეთი მელუა საქართველოში „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში იმყოფება.

ბრიტანეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მუსიკოსი წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში  ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge